ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბრალდება ევროპელ ლიდერებს - Palitra News

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბრალდება ევროპელ ლიდერებს

2025-05-24 12:43:15+04:00

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბრალდება ევროპელ ლიდერებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ საფრანგეთის, ბრიტანეთის და კანადის ლიდერებს “ჰამასის“ წახალისებაში ადანაშაულებს. ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი და მარკ კარნი ისტორიის მცდარ მხარეს დგანან. ნეთანიაჰუს განცხადებით, “ჰამასს“ არა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, არამედ ებრაული სახელმწიფოს განადგურება სურს. თავის მხრივ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ ცილისწამებაში დაადანაშაულა. მანამდე საფრანგეთის, ბრიტანეთისა და კანადის ლიდერებმა ისრაელს ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კონკრეტული ქმედებებით დაემუქრნენ.