23 მაისს კომპანია ბიბლუსმა 17 წლის იუბილე აღნიშნა - Palitra News

23 მაისს კომპანია ბიბლუსმა 17 წლის იუბილე აღნიშნა

2025-05-24 12:42:46+04:00

23 მაისს კომპანია ბიბლუსმა 17 წლის იუბილე აღნიშნა. ტრადიციულად, წიგნის კაფეში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა სადაც კომპანიის პარტნიორები, თანამშრომლები და მომხმარებლები ბიბლუსის ისტორიისა და მიზნების გასაზიარებლად შეიკრიბნენ. დასაჩუქრდნენ ის ვლოგერები, რომლებმაც წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით ჩაწერეს და ატვირთეს ვიდეო, სადაც განხილული იყო სამი წიგნი, თუ რას ნიშნავს წიგნით თავისუფლების ჩუქება. „ბიბლუსი“ წიგნის მაღაზიის ყველაზე დიდი ქსელია, რომელიც 2008 წლის 23 მაისს დაარსდა და უკვე 17 წელია, ზრუნავს წიგნის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და წიგნიერების გავცელებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.