აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა - Palitra News

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა

2025-05-24 12:42:15+04:00

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ღონისძიება სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მშენებარე ბაზილიკის მიმდებარედ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ასევე გაიმართა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების გალა-კონცერტი.