ქართული ოცნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს. შესაბამისი კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო. ინიციატივის მიხედვით, ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციის არეალში შედიოდა, პროკურატურას გადაეცემა. შესაბამისად, ამიერიდან სამოხელეო დანაშაულს სწორედ გენერალური პროკურატურა გამოიძიებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, პარლამენტში დაინიცირებული ცვლილებები საქმეების გამოძიების ისედაც დაბალ ხარისხს, კიდევ უფრო ამცირებს.