26 მაისი ორ განსხვავებულ ფორმატში - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ხელისუფლება სხვადასხვა სამთავრობო ღონისძიებას - ოპოზიცია კი ფართოფასშტაბიან აქციას გეგმავს. საპროტესტო აქციას, რომლის მიზანიც დამოუკიდებლობის დაცვაა, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციის ნაწილი და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან. ამავდროულად, თავისუფლების მოედანზე ხელისუფლება 26 მაისის უცვლელ ფორმატში აღსანიშნად ემზადება. საორგანიზაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. როგორც ცნობილია, დამოუკიდებლობის დღის ძირითადი ნაწილი სწორედ თავისუფლების მოედანზე იქნება, ხოლო სხვადასხვა აქტივობები ალექსანდრეს ბაღში და ორბელიანების მოედანზე ჩატარდება.