შიდა ქართლში 13 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - Palitra News

შიდა ქართლში 13 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

2025-05-23 21:13:13+04:00

შიდა ქართლში 13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის გარეშე განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.