სამართალდამცავ უწყებებში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა - ცვლილებებია გენერალურ პროკურატურაშიც - უწყებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაექვემდებარება - Palitra News

სამართალდამცავ უწყებებში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა - ცვლილებებია გენერალურ პროკურატურაშიც - უწყებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაექვემდებარება

2025-05-23 20:44:56+04:00

სამართალდამცავ უწყებებში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. აქამდე პრემიერის დაქვემდებერებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში გადადის. "ქართული ოცნების" განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების მიზანია დაზვერვის სამსახურის უფრო ეფექტურად მუშაობა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიცაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ხელისუფლებას „სამართალდამცავი ორგანოების სრული კონტროლის სურვილი აქვს. სუს-ის გარდა, ასევე ცვლილებებია გენერალურ პროკურატურაშიც - უწყებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაექვემდებარება.