დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა - დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელებმა ჩვენება მისცეს - Palitra News

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა - დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელებმა ჩვენება მისცეს

2025-05-23 20:44:14+04:00

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე დაკავებულებს სხვადასხვა წარწერებით ფურცლები ჰქონდათ. მათი გზავნილები დაკავებულ პოლიტიკოსებსაც უკავშირდებოდა - მათ ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელებმა ჩვენება მისცეს.