პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე განაჩენი ორ სხდომაში გამოცხადდება - Palitra News

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე განაჩენი ორ სხდომაში გამოცხადდება

2025-05-23 15:34:18+04:00

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე განაჩენი ორ სხდომაში გამოცხადდება.

როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა აღნიშნა, დღეს პირველი არსებითი სხდომა გაიმართა, თუმცა დაცვის მხარემ პროკურატურის მტკიცებულებები უდაოდ ცნო, რის გამოც საქმის განხილვა ორ სხდომაში დასრულდება.

ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა.