თბილისის საქალაქო სასამართლოში, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე პოლიციელებს კითხავენ - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე პოლიციელებს კითხავენ

2025-05-23 12:52:48+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებულ პოლიციელებს კითხავენ.

სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში 4 მოწმე ეყოლება წარმოდგენილი.

ამ წუთებში ჩვენებას პოლიციელი გრიგოლ ჭანტურიძე აძლევს.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.