ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შემდეგ, ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რომლებიც გირაოს გადახდას არ აპირებენ დაპატიმრების მოლოდინში არიან. ერთ-ერთი მათგანი ნიკა მელიაა, რომლის სასამართლო პროცესი 29 მაისს არის დაგეგმილი. უცვლელი პოზიცია აქვს ნიკა გვარამიასაც - ის გირაოს გადახდას ასევე არ აპირებს. რა მოლოდინი აქვთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და რას აცხადებენ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები.