საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ აღიარებული მარო მაყაშვილის დღიური გამოსცა პალიტრა ელმა, რომლის წარდგენაც ვაკის პარკის პიატოში გაიმართა - Palitra News

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ აღიარებული მარო მაყაშვილის დღიური გამოსცა პალიტრა ელმა, რომლის წარდგენაც ვაკის პარკის პიატოში გაიმართა

2025-05-23 09:40:15+04:00

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გამომცემლობა „პალიტრა L” საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მამაცი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდის, ყველასთვის კარგად ნაცნობი და მისაბაძი სტუდენტი გოგონას, მარო მაყაშვილის დღიურს წიგნად გამოსცემს. ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. გამომცემლობა “პალიტრა L”მკითხველს „მარო მაყაშვილის დღიურის“ ორ გამოცემას სთავაზობს. სტანდარტული წიგნის პარალელურად, 26 მაისიდან ხელმისაწვდომი იქნება საკოლექციო ლიმიტირებულ გამოცემა, რომლის შეძენას გამომცემლობა “პალიტრა L”-ის საიტსა და ბიბლუსის მაღაზიებში შეძლებთ.