აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება გაუუქმა - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება გაუუქმა

2025-05-23 09:27:04+04:00

როიტერის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება გაუუქმა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადმინისტრაციამ ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის ვიზიტორთა პროგრამის“ სერტიფიკატი კანონის შეუსრულებლობის გამო გააუქმა. ნოემმა უნივერსიტეტი „ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში“ დაადანაშაულა. Reuters-ი წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება იმ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ, სხვა უნივერსიტეტებში გადასვლას აიძულებს. ჰარვარდმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი უკანონოა. უნივერსიტეტის მონაცემებით, გასულ სასწავლო წელს ჰარვარდში 6 700-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა, რაც საერთო ჩარიცხულთა 27%-ია.