დიდი შვიდეული რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველების კომუნიკეს თანახმად, რუსეთის სუვერენული აქტივები ალიანსის იურისდიქციაში გაყინული იქამდე დარჩება სანამ მოსკოვი აგრესიას არ დაასრულებს და უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის არ გადაიხდის. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კერძო სექტორის მობილიზაცია მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის.