უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უკრაინასთან საზღვარზე “ბუფერული ზონის” შექმნასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება. სიბიგას თქმით, ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირის ახალი აგრესიული განცხადებები სამშვიდობო მცდელობებს უარყოფს და აჩვენებს, რომ პუტინი იყო და რჩება ერთადერთ მიზეზად, რის გამოც მკვლელობები გრძელდება. მისი თქმით, ომის დასასრულებლად ვლადიმერ პუტინზე მეტი ზეწოლაა საჭირო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასულ დღეს განაცხადა, რომ უკრაინასთან საზღვარზე “ბუფერული ზონა” შეიქმნება.