რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 128 დრონით შეუტიეს, - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილებში 74 რუსული დრონი ჩამოაგდეს. რუსული ძალების მიერ გაშვებული 38 დრონი უარყოფითი შედეგების გარეშე ლოკაციურად დაიკარგა. რუსეთის თავდასხმის შედეგად 4 ოლქი დაზარალდა.