რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს მიმართავს - აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და უკრაინაში ომის დასრულებას არ გეგმავს. დონალდ ტრამპი აგრესორი ქვეყნის პრეზიდენთან საუბრამდე ცალსახად აღნიშნავდა, რომ პუტინისგან 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე უარის შემთხვევაში ის მკაცრი სანქციების ქვეშ მოყვებოდა, უცხოური მედიების ცნობით, ტრამპმა აზრი შეიცვალა, თუმცა აცხადებს, რომ ომის დასრულების გზაზე სწრაფი პროგრესი სურს.