ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მომხდარ წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის დაკარგულად 1 ადამიანი ითვლება. სტიქიის შედეგად რამდენიმე ქალაქის მცხოვრები დასახლებიდან გამოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს. წყალდიდობის გამო შტატში 100-ზე მეტი სკოლა დაიხურა, ხოლო ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი. ისინი მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.