კუნძულ კრეტას სანაპიროსთან 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - Palitra News

კუნძულ კრეტას სანაპიროსთან 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

2025-05-22 16:06:53+04:00

კუნძულ კრეტას სანაპიროსთან 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - საბერძნეთის სახანძრო სამსახურის განცხადებით, კუნძულ კრეტაზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, თუმცა ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა. მიწისძვრის ბიძგები თურქეთსა და ისრაელშიც იგრძნობოდა.