2025 წლის აპრილში, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 7.6%-ით გაიზარდა და 1 168 გვტ. საათი შეადგინა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ. ჰიდროსადგურების გამომუშავება 1 160 გვტ. საათამდე გაიზარდა, რაც წლიურად 15.6%-იანი ზრდაა, ხოლო ქარის სადგურების გამომუშავებამ 6.9 გვტ. საათი შეადგინა, რაც წლიურად 13.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, 2025-ის აპრილში მაჩვენებელი გაზრდილია 13.2%-ით გაიზარდა და 1 126 გვტ. საათს გაუტოლდა. საცალო მოხმარება წლიურად 8.1%-ით, 618 გვტ. საათამდე გაიზარდა, მსხვილი მომხმარებლების მოხმარებამ 285 გვტ. საათი შეადგინა, ეს კი წლიურად 16.7%-იანი ზრდა არის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება 24.5%-ით გაიზარდა და 223 გვტ. საათი შეადგინა. აქვე ვთქვათ ისიც, რომ აპრილში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატსაათზე 6.08 ცენტი შეადგინა, რაც, გასული წლის აპრილთან შედარებით, 6.6%-იანი ზრდაა.