საგარეო ვალი ერთ წელიწადში თითქმის 400 ათასი დოლარით გაიზარდა და 9 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ეს კი არსებული კურსით თითქმის 25 მლრდ ლარია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8 მილიარდ 358 მილიონი დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6 მილიარდ 667 მილიონი დოლარია, ორმხრივი კრედიტორების კი 1 მილიარდ 604 მილიონი დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 365 მლნ დოლარს შეადგენდა.
ამასთან, 2025 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, ანუ ქვეყნებს, საქართველოს ყველაზე დიდი ვალი აქვს საფრანგეთის, შემდეგი ვალის სიდიდით გერმანიაა და მას მოსდევს იაპონია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფოს ვალი აქვს ყველა მეზობელი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, თუმცა მნიშვნელოლვნად მცირე, დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ოდენობის.