ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს, - შიდა უსაფრთხოების მდივანი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს - Palitra News

ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს, - შიდა უსაფრთხოების მდივანი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

2025-05-22 12:44:45+04:00

ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს, - შიდა უსაფრთხოების მდივანი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მკვლელობის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. აშშ-ის გენერალური პროკურორი და ვაშინგტონის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მიმდინარე სიტუაციას პირადად დააკვირდებიან. თავდასხმას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული მკვლელობა ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული.