განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე ლონდონში იმყოფება. მან საქართველოს საელჩოში ბრიტანული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი გააცნო, რომელიც მეტად შეუწყობს ხელს ქართულ-ბრიტანული კავშირების გამყარებას განათლების სფეროში.
მინისტრის თქმით, ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველომ ოფიციალური მიღების სახით ლონდონში წამყვან ბრიტანულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს უმასპინძლა.