საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე გააძევა. მათ შორის იყვნენ თურქეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის და რუსეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.