დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ზურაბ ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, მოსალოდნელია, რომ პროკურატურამ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს, ვინაიდან ბრალდებულმა აღნიშნული თანხა დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. თუ ეს ასე მოხდება, ჯაფარიძეს სხდომათა დარბაზშივე დააკავებენ. ამასთანავე, სასამართლოსთან ჯაფარიძის მხარდამჭერი აქცია არის დაგეგმილი სახელწოდდებით.