“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე 50 000-ლარიან გირაოს გადაიხდის. ამის შესახებ “პალიტრანიუსს” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, პარტიის პოლიტსაბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაშაძემ აღნიშნული გირაო გადაიხადოს. გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეეფარდა. სასამართლომ ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა. გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ის ამ სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.