უკაინის პრეზიდენტის მორიგი გზავნილი მსოფლიო ლიდერს - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ აგრესორი ქვეყნის ლიდერს ცეცხლის შეწტვეტაზე დათანხმებას მხოლოდ მკაცრი საერთაშორისო სანქციები აიძულებს. უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის ანგარიშზეც ისაუბრა, რომელიც ახალი შეიარაღების მიწოდებაზე პარტნიორებთან მუშაობას ეხებოდა და განმარტა, რომ მოლაპარაკებები აქტიურად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს. უკრაინის ლიდერის ცნობით, ომში მყოფი ორივე ქვეყანა ახლა ომის ტყვეების გაცვლისთვის ემზადება.