"ის" - ცნობილი ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის რომანი. წიგნის ორიგინალი 1986 წელს ამერიკაში გამომცემლობა ვიკინგის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.წიგნის სიუჯეტი ვითარდება გამოგონილ ქალაქ დერიში, მაინში, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები პერიოდულად ხდებიან უჩვეულო და სასტიკი მკვლელობების მსხვერპლნი. ამ ყველაფერის მიზეზი ბოროტი ზებუნებრივი არსებაა, რომელიც ჩვეულებრივ პენივაისის, ჯამბაზის სახით ჩნდება და ბავშვების შიშით იკვებება.
1980-იან წლებში შვიდი ბავშვი , "წარუმატებელთა კლუბიდან" — ერთიანდება, რათა დაუპირისპირდეს ამ არსებას. რომლებმაც ბავშვობაში ერთხელ უკვე სძლიეს მას , თუმცა 27 წლის შემდეგ "ის" კვლავ იღვიძებს და იწყება ახალი მკვლელობები.
კლუბის წევრები, რომლებიც უკვე მოზრდილები არიან, ბრუნდებიან დერიში, რათა კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ საზარელ არსებას. ისინი კვლავ უწევენ წინააღმდეგობას პენივაისს, იბრძვიან საკუთარ შიშებთან და ცდილობენ ბოროტების საბოლოოდ განადგურებას.
__________________________________________________________________
ავტორმა რომანზე მუშაობა 1981 წელს დაიწყო და მასზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდა . წიგნი თავდაპირველად 860 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. გამოცემის წელს "ის" ამერიკული ყოველკვირეული ჟურნალის ფაბლიშერ უიქლის-ს ბესტსელერების სათავეში მოექცა, ქალთა ონლაინ ჟურნალ ბასთლის გამოკითხვით კი ის ყველაზე საშიშ წიგნებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა. 1987 წელს წიგნმა მიიღო ბრიტანული ფენტეზის ჯილდო. იმავე წელს იგი ნომინირებული იყო ლოკუს-ის და მსოფლიო ფენტეზის ჯილდოებზე
_________________________________________________________________
სტივენ კინგი პორტლენდში, მეინის შტატში, 1947 წლის 21 სექტემბერს დონალდ ედვინ კინგისა და ნელი რუთ პილსბურის ოჯახში დაიბადა. მწერლის კარიერა 1959 წელს დაიწყო, როდესაც უფროს ძმასთან ერთად , ადგილობრივი, საქალაქო გაზეთის გამოცემა დაიწყო. 1960 წელს მან 18 მოთხრობისგან შემდგარი კრებული გამოუშვა სახელწოდებით „ხალხი, ადგილები და რამეები—ტომ!“ .ერთი წლის თავზე გამოიცა წიგნის მეორე ნაწილი „ვარსკვლავური დამპყრობნი“.
მწერალს გაყიდული აქვს მისი წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი და კარგად ცნობილია საშინელებათა ლიტერატურის ჟანრში, რომელშიც ჟანრის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩევა. მას ასევე დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი როგორც ფანტასტიკის, ასევე არაფანტასტიკურ ჟანრში.კინგი ასევე ავტორია ტელესცენარებისა, მათ შორის, კომიკურ ჟანრში.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2018 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.