მსოფლიო რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის მოლოდინშია - რა ეტაპზეა სამშვიდობო მოლაპარაკებები და როგორია ამასთან დაკავშირებული პროგნოზი? - Palitra News

მსოფლიო რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის მოლოდინშია - რა ეტაპზეა სამშვიდობო მოლაპარაკებები და როგორია ამასთან დაკავშირებული პროგნოზი?

2025-05-21 21:49:46+04:00

მსოფლიო რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის მოლოდინშია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, კრემლის ლიდერმა იმის პირობა დადო, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთნხმების მისაღწევად რუსეთისთვის აუცილებელ პირობებს ვაშინგტონშიც გაგზავნის. რუბიოს განმარტებით, მოსკოვის მიერ წარმოდგენილი პირობები შემდგომში უფრო ფართო მოლაპარაკებების შესაძლებლობებს შექმნის. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მხარეები ასევე ტყვეების გაცვლის თაობაზეც აქტიურად მუშაობენ. რა ეტაპზეა სამშვიდობო მოლაპარაკებები და როგორია ამასთან დაკავშირებული პროგნოზი?