ოპოზიციაში კვლავ ვერ ფიქსირდება ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაერთონ თუ არა ხელისუფლების ოპონენტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - როგორია პოლიტიკურ მხარეთა პოზიციები - Palitra News

ოპოზიციაში კვლავ ვერ ფიქსირდება ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაერთონ თუ არა ხელისუფლების ოპონენტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - როგორია პოლიტიკურ მხარეთა პოზიციები

2025-05-21 21:49:05+04:00

ოპოზიციაში კვლავ ვერ ფიქსირდება ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაერთონ თუ არა ხელისუფლების ოპონენტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მხარეებს ერთსულოვანი პასუხი არ აქვთ და ეს თემა პოლიტიკურ მხარეებს შორის უთანხმოებას იწვევს. ოპოზიციის ერთი ნაწილი თვლის, რომ ამ საკითხში უთანხმოება ოპოზიციურ მუხტს აზიანებს, ხოლო, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკურ ბოიკოტს, ფაქტობრივად, აუფასურებს. მმართველ პარტიაში კი ირწმუნებიან, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს. ვინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლას და ვის მიაჩნია ეს ეს გადაწყვეტილება პროცესისთვის დამაზიანებელი?!