აშშ-ის ადმინისტრაციის მიმართ გაგზავნილი ღია წერილი კვლავ უპასუხოდ რჩება, თუმცა, როგორც ამას ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, დუმილიც მნიშვნელოვანი პასუხია. მთავრობის მეთაური ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობად კვლავ ე.წ. „დიფ სთეითის“ გავლენების შემცირებას ასახელებს. ამასთანავე, საქართველოს პრემიერმა ასევე ევროპული სახელმწიფოებიც გააკრიტიკა. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საქართველოში ვითარების შეფასებისას, დასავლეთი ორმაგ სტანდარტს იყენებს. მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციას ხელოვნურ დაბრკოლებას მხოლოდ ევროპული ბიუროკრატია უქმნის. რა გზავნილები გვესმის ევროპელი ლიდერების მხრიდან?