თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტონ ჩეჩინის პროცესი ჩატარდა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტონ ჩეჩინის პროცესი ჩატარდა

2025-05-21 15:35:04+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტონ ჩეჩინის პროცესი ჩატარდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები - კრიმინალური პოლციის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები გამოიკითხნენ, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ანტონ ჩეჩინს ნარკოტიკული ნივთიერება სამართადლამცველებმა ჩაუდეს. ადვოკატის თქმით, დაკავებისას სამართალდამცველებმა ჩეჩინზე ფიზიკურად იძალადეს, რასაც მოწმე პოლიციელი უარყოფს. ჩეჩინს დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებიან, საქმე არსებით განხილვის ეტაპზეა. შემდეგი სასამართლო პროცესი 3 ივნისს ჩაინიშნა.