ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მორიგი საკითხი აღმოჩნდა, რომელზეც ოპოზიციამ ერთიანობა ვერ შეინარჩუნა. მხარეებს ერთსულოვანი პასუხი არ აქვთ, საკითხი კი - პოლიტიკურ სუბიექტებს შორის უთანხმოებას იწვევს. ოპოზიციის ერთი ნაწილი თვლის, რომ ორაზროვნება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ასუსტებს, ხოლო, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური ბოიკოტის მნიშვნელობას აუფასურებს. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია საბოლოოდ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ვინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლას და ვისთვისაა ეს გადაწყვეტილება, პროცესისთვის დამაზიანებელი?!