ბიზნესზე ზეწოლის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის წევრებმა ირაკლი რუხაძეს მოუსმინეს - რას განაცხადა ირაკლი რუხაძემ - Palitra News

ბიზნესზე ზეწოლის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის წევრებმა ირაკლი რუხაძეს მოუსმინეს - რას განაცხადა ირაკლი რუხაძემ

2025-05-21 15:27:33+04:00

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით 27-ე სხდომა 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია ,,იმედში’’ შეჭრის განხილვას დაეთმო. ბიზნესზე ზეწოლის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით, კომისიის წევრებმა ირაკლი რუხაძეს მოუსმინეს.

ამავადროულად, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვა გრძელდება. დღეს, პოლიტიკოს გივი თარგამაძის პროცესი ჩატარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე სასამართლოს არსებითად განხილვისთვის გადაეცა. ხვალ, ამავე საქმეზე ზურაბ ჯაფარიძის პროცესია ჩანიშნული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი მკაფიოდ აცხადებს რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. რა ინფორმაცია მიაწოდა რუხაძემ საგამოძიებო კომისიას და რას ამბობენ ოპოზიციაში?!