კახა კალაძე - ვინ ეკითხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და მსჯელობაში შემოვიდეს, რა კანონს მიიღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი! - პირველ რიგში, ეს დამოკიდებულებაა შესაცვლელი - Palitra News

კახა კალაძე - ვინ ეკითხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და მსჯელობაში შემოვიდეს, რა კანონს მიიღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი! - პირველ რიგში, ეს დამოკიდებულებაა შესაცვლელი

2025-05-21 15:27:11+04:00

აშშ-ის ადმინისტრაციის მისამართით გაგზავნილი ღია წერილი კვლავ უპასუხოდ რჩება, თუმცა წერილის ავტორის განცხადებით, დუმილიც მნიშვნელოვანი პასუხია. მთავრობის მეთაური ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობად კვლავ დიფ სთეითის გავლენების შემცირებას ასახელებს. ირაკლი კობახიძეს კრიტიკა არც ევროპული სახელმწიფოების მისამართით დაუმალავს. მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ დასავლეთი საქართველოში ვითარების შეფასებისას, ორმაგ სტანდარტს იყენებს. მისი თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელოვნურ დაბრკოლებას მხოლოდ ევროპული ბიუროკრატია უქმნის. ამავდროულად, ჩეხეთის პრეზიდენტმა ევროპულ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის გაჭიანურებაზე მწუხარება გამოთქვა. რა პასუხი აქვს ირაკლი კობახიძეს დასავლეთის კრიტიკაზე?!