აპირებს თუ არა რუსეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას - Palitra News

აპირებს თუ არა რუსეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას

2025-05-21 12:33:33+04:00

როდის შედგება რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი და აპირებს თუ არა რუსეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას?! - საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, კრემლის ლიდერმა პირობა დადო, რომ უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად საჭირო პირობებს აშშ-ს გაუგზავნის. ამავდროულად, ვლადიმერ პუტინი კურსკს ეწვია და უკრაინა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. რას ამბობენ ლიდერები და როგორია პროგნოზები სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით?!