ევროკავშირში აცხადებენ, რომ „რადიო თავისუფლებას“, განსაკუთრებით კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მუშაობის მხარდასაჭერად, დაახლოებით, 6 მილიონი ევრო გამოეყოფა. საუბარია მოკლევადიან დახმარებაზე და არა გრძელვადიან დაფინანსებაზე. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, აღნიშნული თანხა “რადიო თავისუფლების“ ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მაუწყებლობას მოხმარდება. კაია კალასის თქმით, გრძელვადიანი დაფინანსებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების გზების მოძებნა ჯერ კიდევ საჭიროა.