აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფინეთის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტივობის შესახებ გავრცელებული ცნობებით შეშფოთებული არ არის - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფინეთის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტივობის შესახებ გავრცელებული ცნობებით შეშფოთებული არ არის

2025-05-21 12:30:30+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფინეთის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტივობის შესახებ გავრცელებული ცნობებით შეშფოთებული არ არის. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა იგი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, როგორც ამას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. აშშ-ს პრეზიდენტის განმარტებით, ყველაფერი ოფიციალური მოსკოვის ქმედებებზეა დამოკიდებული.