ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსის განცხადებით, ისრაელის გეგმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების გაფართოება და დამატებითი ტერიტორიების დაკავებაა - Palitra News

ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსის განცხადებით, ისრაელის გეგმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების გაფართოება და დამატებითი ტერიტორიების დაკავებაა

2025-05-21 09:34:11+04:00

ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსის განცხადებით, ისრაელის გეგმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების გაფართოება და დამატებითი ტერიტორიების დაკავებაა. ეიალ ზამირის თქმით, ქვეყნის არმია სტრუქტურირებული გეგმის მიხედვით იმოქმედებს და შემდეგ ფაზაზე გადავა. გენშტაბის უფროსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ჰამასი“ დაუმორჩილებლობისთვის ფასს გადაიხდის. მისივე თქმით, ისრაელის უმთავრესი მიზანი მძევლების დაბრუნებაა. გასულ ღამეს ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო დარტყმები განახორციელა. როგორც მედია წერს, 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები არიან.