ComCom-ის მედიალაბში სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ ჩატარდა - Palitra News

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ ჩატარდა

2025-05-21 09:32:20+04:00

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. „იდეადრომის“ ფარგლებში, მონაწილე სტარტაპერებმა პროფესიონალი მენტორების ხელმძღვანელობით 5 დღიანი ინტენსიური გადამზადება გაიარეს. სხვა საკითხებთან ერთად, იდეის ვალიდაციის, მომხმარებლის ანალიზის, მარკეტინგის, იურიდიული თუ ფინანსური საკითხების, შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. კონკურსი სტარტაპერების აღმოჩენას, მათ ხელშეწყობასა და პროდუქტების განვითარებაში მხარდაჭერას ემსახურება.