ჩაერთვებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - საკითხზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. პარტია გახარია საქართველოსთვის გუნდს მუნიციპალური არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვთ. ოპოზიციის მეორე ნაწილის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებში ბრძოლა, ფარსში მონაწილეობა იქნება, რომელიც პოლიტიკური ბოიკოტის მნიშვნელობას გააუფასურებს. სახელისუფლებო გუნდში ირწმუნებიან, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოპოზიცია საბოლოოდ არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს.