სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას უერთდება, ხოლო, საქართველოს დაზვერვის სამსახური სუსის დაქვემდებარებაში გადადის - Palitra News

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას უერთდება, ხოლო, საქართველოს დაზვერვის სამსახური სუსის დაქვემდებარებაში გადადის

2025-05-21 09:30:30+04:00

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას უერთდება, ხოლო, საქართველოს დაზვერვის სამსახური სუსის დაქვემდებარებაში გადადის. მმართველ პარტიის მტკიცებით, აღნიშნული ცვლილებები ევროკავშირთან ვალდებულებების შესრულების მაჩვენებელს გააუმჯობესებს. სახელისუფლებო გუნდის მიერ დაანონსებული ცვლილებები საგანგაშოა ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციები სრულად დაირღვეს, რაც მათივე შეფასებით, საპოლიციო ძალებში დაუსჯელობის განცდას გაზრდის. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ სახელისუფლებო გუნდს ერთი უწყების მართვა და დამორჩილება ბევრად უფრო გაუმარტივდება.