სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას უერთდება - რა არგუმენტებით ხსნიან ცვლილების საჭიროებას „ქართულ ოცნებაში“ და როგორია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებები? - Palitra News

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას უერთდება - რა არგუმენტებით ხსნიან ცვლილების საჭიროებას „ქართულ ოცნებაში“ და როგორია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებები?

2025-05-20 21:31:18+04:00

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას უერთდება. ამ თემაზე მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ეს ცვლილება ევროკავშირთან ვალდებულებების შესრულების მაჩვენებელს მეტად გააუმჯობესებს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პროკურატურას კონსტიტუციით გათვალისწინებული დავალებების შესასრულებლად საკმარისი დამოუკიდებლობა გააჩნია. თავის მხრივ, აღნიშნული პროცესი ოპოზიციისთვის საგანგაშოა. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციები სრულად დაირღვეს, რაც მათივე შეფასებით, საპოლიციო ძალებში დაუსჯელობის განცდას გაზრდის. რა არგუმენტებით ხსნიან ცვლილების საჭიროებას „ქართულ ოცნებაში“ და როგორია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებები?