დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა - საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად განიხილება თუ რომელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გადაიხდის პროკურატურის მიერ შეფარდებულ გირაოს. ოპოზიციის კრიტიკის ფონზე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები გრძელდება - დღევანდელი სხდომა 2003–2012 წლებში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებული ვითარების განხილვას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც 5 ჟურნალისტი გამოიკითხა. რა ინფორმაცია მიაწოდეს საგამოძიებო კომისიაზე დაბარებულმა პირებმა კომისიის წევრებს და რას ამბობენ ოპოზიციაში?