მსოფლიო ლიდერები უკრაინაში ომის სწრაფი დასრულებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე მსჯელობენ - კონფლიქტში მედიატორი ქვეყნისა და ომში მყოფი სახელმწიფოების წარმომადგენლების განცხადებები - Palitra News

მსოფლიო ლიდერები უკრაინაში ომის სწრაფი დასრულებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე მსჯელობენ - კონფლიქტში მედიატორი ქვეყნისა და ომში მყოფი სახელმწიფოების წარმომადგენლების განცხადებები

2025-05-20 15:30:54+04:00

მსოფლიო ლიდერები უკრაინაში ომის სწრაფი დასრულებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე მსჯელობენ. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინის დახმარებისა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების შესახებ, შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადება უკვე დაიწყო. შედგება თუ არა შეთანხმება კიევსა და მოსკოვს შორის?! დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას, უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე პოზიციები გაცვალეს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ.