პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელი სხდომა 2003–2012 წლებში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებული ვითარების განხილვას დაეთმო. კომისიის წევრების კითხვებს მედიის წარმომადგენლებმა უპასუხეს, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის ძალადობრივად დაშლის შესახებ. ამავდროულად, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებსაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან, გირაოს გადახდის ვადა ეწურებათ. რა ინფორმაცია მიაწოდეს საგამოძიებო კომისიაზე დაბარებულმა პირებმა კომისიის წევრებს და რას ამბობენ ოპოზიციაში?!