სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას უერთდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცვლილება ევროკავშირთან ვალდებულებების შესრულების მაჩვენებელს გააუმჯობესებს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პროკურატურას კონსტიტუციით გათვალისწინებული დავალებების შესასრულებლად საკმარისი დამოუკიდებლობა გააჩნია. პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საგანგაშოა ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციები სრულად დაირღვეს, რაც მათივე შეფასებით, საპოლიციო ძალებში დაუსჯელობის განცდას გაზრდის. რა არგუმენტებით ხსნიან ცვლილების საჭიროებას მმართველ გუნდში და როგორია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებები?!