რა კონფიგურაციით ხვდება ქვეყანა მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს?! - ოპოზიციაში ერთსულოვანი პოზიცია არ არსებობს. საკითხის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა მხარეებს აფიქრებინებს, რომ დროა პოლიტიკური ბუნდოვანება დასრულდეს. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებში ბრძოლა, ფარსში მონაწილეობის ტოლფასია, რომელიც მისი თქმით, ბოიკოტის მნიშვნელობას აუფასურებს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია საბოლოოდ, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. რა გეგმა აქვთ პოლიტიკურ სუბიექტებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით?!