ნახატების იმპორტი ქვეყანაში დაახლოებით 300 ათასი პროცენტით არის გაზრდილი, რითაც უმსხვილეს საიმპორტო ჯგუფში, ავტომობილების შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. საქსტატის მონაცემებით, ამ წლის 4 თვეში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 10%--ით გაიზარდა, სურათები, ნახატებისა და პასტელების კი 304 295%-ით, ხოლო ნავთობი და ნავთობპროდუქტების 6.2%-ით შემცირდა. უფრო დეტალურად, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში პირველი ადგილი ისევ მსუბუქ ავტომობილებს უკავია, რომლის იმპორტმა თითქმის მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 16.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს სურათები, ნახატები და პასტელები ხელით შესრულებული, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი ღირებულების შემოვიდა ქვეყანაში და მტელი იმპორტის 8.4% დაიკავა. მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, დაახლოებით 400 მლნ დოლარით და იმპორტის 7% პროცენტიანი წილლით. რაც შეეხება საექსპორტო ათეულს, პირველი ადგილი ისევ მსუბუქმა ავტომობილებს ეკუთვნის, მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა. როგორც ხედავთ, იმპორტით შემოსული ხელოვნების ნიმუშები ქვეყნიდან არავის გაუტანია, რადგან საექსპორტო ათეულში ეს სასაქონლო ჯგუფი ვერ მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვს, რომ ასეთი ზრდა, შესაძლოა სანქციებისგან ქონების დაცვას და უფრო სანდო ადგილას გადამალვას უკავშირდებოდეს. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 მილიარდ 755 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 2 მლრდ დოლარზე მეტი იყო, იმპორტი კი თითქმის 6 მილიარდი დოლარი.