ამ წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობა 0.7 პროცენტით არის გაზრდილი 14.7 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში, გაზრდილია დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა 5 300 კაცით და 958 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 13 500 ადამიანით შემცირდა და 434 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 10 800 ადამიანით და 239 ათას 400 შეადგინა. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის 1-ელ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,უმუშევრობის დონე გაზრდილია, როგორც ქალებში ისე მამაკაცებში. ქალებში უმუშევრობა თუ11.6 პროცენტს შეადგენს, მამაკაცებში 17 პროცენტს არწევს.